პოლიტიკა
ვინ არიან ქუთაისის მერობის კანდიდატები
FaceBook

ქუთაისის მერობისთვის ჯერჯერობით მხოლოდ სამი პარტია იბრძვის.


კანდიდატები უკვე დაასახელეს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა.

"ქართული ოცნებიდან" მერობისთვის მოქმედი ვიცე-გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი იბრძოლებს.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ შუშანია წარმოადგენს მერობის არჩევნებში ამავე პარტიას. ხოლო, გოგი წულაიას პარტიამ "თავისუფალი საქართველო" არჩევანი ახალგაზრდა კანდიდატზე, გაგა გოგრიჭიანზე გააკეთა.

კანდიდატების ოფიციალური წარდგენა ჯერ არ მომხდარა, თუმცა, მათმა ნაწილმა უკვე დაბეჭდა საარჩევნო-სარეკლამო პლაკატები. საარჩევნო სუბიექტები უკვე ამომრჩევლებსაც ხვდებიან და თავიან დაპირებებს აცნობენ.

ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ პოსტი მიმდინარე წლის 8 აპრილს დატოვა. იგი მერად  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს.   ქალაქს  ორი წელი, ხუთ თვე და 8 დღე მართავდა. პოსტიდან მისი წასვლის მიზეზად პირადი განცხადება დასახელდა, თუმცა, ოპოზიცია ამბობდა, რომ გიორგი ჭიღვარია შიდა კლანურ დაპირისპირებას შეეწირა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.