ახალი ამბები
"თუ დროულად არ დაიწყება გზის რეაბილიტაცია, ცენტრალურ გზას გადავკეტავთ"
FaceBook
წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა და გზა გადაკეტა.
მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს და ხელისუფლებას უყრადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, წლებია გზის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

"წინა კვირას აქცია გავმართეთ და ხელისუფლება გავაფრთხილეთ. არ მოგვაქციეს ყურადღება, ამიტომ დღეს გზა გადავკეტეთ. ეს გამაფრთხილებელია, თუ დროულად არ დაიწყება გზის რეაბილიტაცია, ცენტრალურ გზას გადავკეტავთ. წლებია გზის რეაბილიტაციას ვითხოვთ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოაგვარა", - განაცხადეს ადგილობრივებმა.

ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, რასაც მცირე ხმაური მოყვა. აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, ხელისუფლება გაფრთხილებული იყო, გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით და მათ პრობლემის მოსაგვარებლად დრო ქონდა მიცემული.

მოსახლეობის თქმით, თუ ხელისუფლება გზის რეაბილიტაციას დროულად არ დაიწყებს, ცენტრალური გზა გადაიკეტება.

წყალტუბოს მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ბანოჯაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორცილედა და მომავალ წელს დარჩენილი სამუშაოების შესრულება იგეგმება. 

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რამდენიმე უბანში მოხდა გზა ბეტონით შიდასაუბნო გზის შეკეთება, მოეწყო მგზავრთა მოსაცდელი, ხოლო 39-ე  ქუჩაზე ანუ ბანოჯას ტერიტორიაზე  არსებული გზის რეაბილიტაცია იგეგმება მომავალ წელს."

მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტი მზადაა და ამ ეტაპზე ხარჯების გაწერა მიმდინარეობს. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.