ახალი ამბები
შსს თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიაზე - ძალადობის თაობაზე შეტყობინება არ შემოსულა
FaceBook
თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის სავარაუდო თვითმკვლელობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.


,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია თერჯოლის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა. გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება", - ნათქვამია შსს-ს  მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

თერჯოლაში, 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სადაც სოციალური შემწეობის მიმღები,
დღეის მდგომარეობით, 10 382 ადამიანია, მერიამ ბიუჯეტში
მათთვის განსაზღვრული თანხა ორი წელია ვერ აითვისა.
13:40 / 07.12.2022
ქუთაისში, სადაც სოციალური შემწეობის მიმღები, დღეის მდგომარეობით, 10 382 ადამიანია, მერიამ ბიუჯეტში მათთვის განსაზღვრული თანხა ორი წელია ვერ აითვისა.
ქუთაისის მერის მოადგილისა და შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ 
ხელმძღვანელის პოსტები კვლავ ვაკანტურია.
14:17 / 06.12.2022
ქუთაისის მერის მოადგილისა და შპს „სატრანსპორტო კომპანიის“  ხელმძღვანელის პოსტები კვლავ ვაკანტურია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.