ახალი ამბები
ქუთაისის მერია ორწლიანი მცდელობის შემდეგ დროშას დღეს აღმართავს
FaceBook
ქუთაისის მერია ორი წლის განმავლობაში უშედეგო  მცდელობის შემდეგ დღეს დროშას აღმართავს.
სახელმწიფო დროშა ნიკეას ქუჩაზე  აღიმართება, სადაც უკვე მოწყობილია დროშის დგარი. 

ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას ორ წელზე მეტი ცდილობდა.

ეროვნული სიმბოლიკის დადგმა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. ჯერ, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ნიადაგი, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო არ შეუსწავლია, სხვა ტენდერები კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.

მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში (NAთ190025060) შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დროშის დგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა, პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით შეჩერდა, შემდეგ კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა.

დროშის მოწყობა ბიუჯეტს 49 959 ლარი უჯდება.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ, ერთ წელზე მეტია, დროშა ვერ დაკიდა

ქუთაისში, ადგილზე, სადაც დროშა უნდა აღმართონ, დგარი მოაწყვეს

ქუთაისის მერიამ დროშა ისევ ვერ დაკიდა


ქუთაისის მერიამ დროშის მოსაწყობად მეექვსედ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული გამოავლინა

ქუთაისის მერიამ დროშა მეოთხე მცდელობითაც ვერ დაკიდა
Print
თეგები: #დროშა #ნიკეა