კორონავირუსი
ქუთაისის მერიამ დროშა ისევ ვერ დაკიდა
FaceBook

ქუთაისის მერია ზუსტად ორი წელია ნიკეაზე, ქალაქის ერთ–ერთ შემოსასვლელთან დროშის აღმართვას ცდილობს.

ეროვნული სიმბოლიკის დადგმა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. ჯერ, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ნიადაგი, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო არ შეუსწავლია, სხვა ტენდერები კი ან ჩაიშალა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.

მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ნიუ იბერიამ“,  ადგილზე   სამუშაოები რეალურად დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით, მას დროშის სადგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა,  პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით შეჩერდა, ახლა კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა.


შპს „ნიუ იბერიას“ დირექტორი, მანანა მარუაშვილი იმ მიზეზებზე გვიყვება, რის გამოც ქალაქში დროშა ამ დრომდე ვერ აღმართეს.


„სამუშაო პროცესში გამოჩნდა  პროექტთან შეუსაბამობა, მაგრამ ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს.  ეს არ არის ჩვენი შედგენილი პროექტი, მერია ამზადებს. შემდეგ, ჩვენ ვითხოვეთ კორექტირება და ამის გამო დროებით შეჩერდა სამუშაოები. ახლა დარჩენილია ფილების დაგება და შემდეგ უკვე დროშის დგარის აღმართვა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების გამო, დროებით შეჩერებულია პროცესი. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს ყველა მოთხოვნა, რაც შეეხებოდა ვირუსის პირობებში უსაფრთხო მუშაობას, უკვე შევასრულეთ. ახლა ველოდებით პასუხს ქუთაისის მერიისგან, რომ გავაგრძელოთ სამუშაოები“, – ამბობს მანანა მარუაშვილი.


ქუთაისის მერიამ  სამუშაოების ვადა სამი თვით უკვე გაახანგრძლივა. თვითმმართველობაში პროცესის გაჭიანურებას ვირუსის გავრცელების გამო მიღებული რეგულაციებით ხსნიან, თუმცა, განმარტებას არ  აკეთებენ პროექტზე.


ნიკეაზე, ქალაქის ერთ–ერთ შემოსასვლელთან დროშის მოწყობის ბოლო ვადა 30 მაისია.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ, ერთ წელზე მეტია, დროშა ვერ დაკიდა



 

Print E-mail
FaceBook Twitter

მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
11:10 / 30.10.2020
იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2020-ის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ქუთაისში,
თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში მყოფი 873 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
11:01 / 30.10.2020

2020-ის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ქუთაისში, თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში მყოფი 873 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.