ახალი ამბები
აბიტურიენტებს დღეიდან გამოცდების შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სააპელაციო განაცხადით მიმართონ ცენტრს 11 აგვისტოს 10:00 საათიდან 14 აგვისტოს 18:00 საათამდე.

ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ცენტრის ინფორმაციით, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოს განაცხადი.

თანხის გადახდის გარეშე სააპელაციო განაცხადის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში საგნის არჩევის საშუალებას სისტემა არ იძლევა. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაგიბრუნდებათ). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

საგამოცდო პროცესი შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გოგროძის განცხადებით, გამოცდებზე აბიტურიენტთა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი გამოცხადდა.

საგამოცდი პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, გელათის მონასტერში კულტურული
მემკვიდროების სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მუნიციპალური
განვითარების ფონდის ხემძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად
იმყოფებოდა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
დაათვალიერა.
15:14 / 25.09.2020
დღეს, გელათის მონასტერში კულტურული მემკვიდროების სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხემძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დაათვალიერა.
13:33 / 25.09.2020
"ნაციონალური მოძრაობის"  ქუთაისის  მერობის კანდიდატის გიგა შუაშანიას განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი საფრთხეშია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.