ახალი ამბები
წყალი ჩამოტარებით (ვიდეო)
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ბანოჯის მოსახლეობას წყალი ონკანის ნაცვლად წყალმზიდებით მიეწოდება.
ადგილობრივების წყლით უჩვეულო "უზრუნველყოფას" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპნიის ქუთაისის სერვისცენტრი უზრუნველყოფს.

იმის გამო, რომ სოფელში  წყლის მილები უხარისხოა, წყალმზიდი მანქანა მოსახლეობას ყოველდღიურად აკითხავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების წინ გაკეთებული მილები უხარისხოა და მალევე დაზიანდა. ამის გამო, წყალი ონკანებამდე ვერ აღწევს. განსაკუთრებით მწვავეა პრობლემა იქ, სადაც სოფლის მკვიდრები გეოგრაფიულად მაღალ ადგილზე ცხოვრობენ და წყლის ნაკადის სიმძლავრე საკმარისი არ არის.
წყალმზიდი სოფელში ყოველდღიურად დადის, თუმცა, როცა ტექნიკური შეფერხებაა, ადგილობრივები წყლის გარეშე რჩებიან.

როგორც ირკვევა, პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში ჯერ სატუმბი სადგური უნდა გაკეთდეს, თუმცა, არც ამის შემდეგ გადაიჭრება საკითხი ბოლომდე.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, ბექა ბარბაქაძის თქმით, დაგეგმილი სარეაბლიტაციო სამუშაოების შემდეგაც, რომელიც ზედაპირული ქსელის მოწყობას გულისხმობს, წყლით სარგებლობა დამატებით მხოლოდ 20%–ს შეეძლება. რამდენიმე მოსახლე კი, კვლავ წყლის გარეშე დარჩება.

"დაწყებული გვაქვს უკვე ამაზე მუშაობა და როგორც კი ჩამოგვივა თბილისიდან მასალები, დავიწყებთ რეაბილიტაციას. ჯერ ზედაპირული ქსელი მოეწყობა. ამის შემდეგ წყალი კიდევ 20%–ს მიეწოდება და დარჩება რამდენიმე კომლი რომელთა პრობემაც უფრო რთულია. მათ შემთხვევაში ჯერ მილები უნდა შეიცვალოს და მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება წყამომარაგება. მანამდე, ჩვეულებრივ, წყალმზიდებით მივაწვდით. ახლა, ბანოჯის მოსახლეობის 70% უწყვეტად იღებს წყალს", – ამბობს ბექა ბარბაქაძე.

ზუსტი ვადა, თუ როდის დასრულდება სამუშაოები უცნობია. მანამდე ბანოჯის მოსახლეობას სასმელი წყლის მისაღებად კვლავ წყალმზიდისთვის ლოდინი ან  წყაროზე სიარული მოუწევს,
რომელიც სოფლიდან ერთ კილომეტრშია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულომ ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე
მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი იჯარის წესით
გაასხვისა.
17:34 / 30.09.2020
ქუთაისის საკრებულომ ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი იჯარის წესით გაასხვისა.
ქუთაისის საკრებულომ შპს
,,პარკინგსერსვისს
17:13 / 30.09.2020
ქუთაისის საკრებულომ შპს ,,პარკინგსერსვისს" ბიუჯეტში არსებული დავალიანების დასაფარავად 9 წლიანი ვადა მისცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.