ახალი ამბები
„ნინო უნივერსალი იყო“ – ქუთაისის კლუბ „მართვეს“ ფეხბურთელი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბ "მართვეს" წევრი, 19 წლის ნინო გურგენიძე გარდაიცვალა.

ნინო ერთი წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა, რომლის დამარცხებაც საბოლოოდ ვერ შეძლო. იგი გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.

კლუბის მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის თქმით, ნინო როგორც ფეხბურთელი უნივერსალი იყო და ყველა პოზიციაზე თამაშობდა.

"ნინო უნივერსალი იყო, ყველგან, ყველა პოზიციაზე თამაშობდა. იქ იყო, სადაც გუნდს სჭირდებოდა, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ჩვენი გუნდისთვის. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და გუშინ გვიან ღამით გარდაიცვალა", – ამბობს კლუბის მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი.

ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვე" ქუთაისის მერიის შპს–ეა. კლუბი 2015 წელს ჩამოყალიბდა. ხუთი წლის განმავლობაში "მართვემ" არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კლუბი ჩემპიონთა ლიგის ეტაპზეც თამაშობდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.