ახალი ამბები
ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზის რეაბილიტაცია დასრულდა
FaceBook
ბაღდათი - ვანი - დაფნარის საავტომობილო გზაზე 13-კმ-მდე (კმ 35 -კმ 48) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტში, ძირითადად დასახლებულ ტერიტორიაზე გადის. არსებული გზა დაზიანებული იყო. გზის საფარზე წარმოქნმნილი იყო ორმოები და ჯდენები. მწყობრიდან იყო გამოსული არსებული წყალგამტარი მილები და ხელოვნური ნაგებობები, რაც მგზავრთა გადაადგილებისას საფრთხეს ქმნიდა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით პროექტის შესაბამისად, სრულად რეაბილიტირდა გზა, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, 3 სახიდე გადასასვლელი, კიუვეტები და საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10,6 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
Print