ახალი ამბები
სამკერვალო კომპანია “იმერის” 270 თანამშრომელს მთავრობის კომპენსაცია ამ დრომდე არ აუღია
FaceBook
ქუთაისში სამკერვალო კომპანია "იმერის" თანამშრომლები მთავრობისგან 200 ლარიან კომპენსაციას ამ დრომდე ელოდებიან.

ფაბრიკაში  დასაქმებული 270 ადამიანი, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო ერთი თვე უმუშევარი დარჩნენ, კუთვნილ თანხას ითხოვენ. მათი თქმით, მცდელობის მიუხედავად, კონკრეტული პასუხი თუ რატომ არ დაერიცხათ თანხა, ვერ მიიღეს. მათ კომპენსაცია 20 ივნისს უნდა დარიცხვოდათ.

როგორც ქუთაისიპოსტმა გაარკვია, შემოსავლების სამსახურში კომპანიის სტატუსი აერიათ და სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც დიდი ხანია კერძო საკუთრებას წარმოადგენს, სახელმწიფოს ქონება ეგონათ, რის გამოც, გადაწყვიტეს, რომ საწარმოს თანამშრომლებს კომპენსაცია არ ეკუთვნოდათ.

საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, მაია სიმონიძე ამბობს, რომ შეცდომა უკვე გასწორებულია და თანამშრომლები კომპენსაციას უახლოეს დღეებში მიიღებენ.

"როგორც იცით კრიზისულ სიტუაციაში ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება და ამიტომ მოხდა ეს გაუგებრობაც. მე უკვე ვესაუბრე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს და მითხრეს, რომ ყველაფერი გასწორებულია. ველოდებით თნხის ჩარიცხვას", - ამბობს მაია სიმონიძე.

სამკერვალო კომპანია "იმერმა", სადაც 300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობა შეწყვიტა. Საწარმო სამუშაო პროცესს ერთი თვის წინ დაუბრუნდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.