ახალი ამბები
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 08:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა - 24-ვე საგამოცდო ცენტრი შეუფერხებლად გაიხსნა.

"დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. წარმატება მინდა ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. დილის 08:00 საათზე საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 24 საგამოცდო ცენტრი და მოვიდნენ აბიტურიენტები. ისინი პირველ რიგში, განთავსდნენ დისტანციის დაცვით ეზოში და შემდეგ ეტაპობრივად გადავიდნენ სექტორებში. სექტორებში შესვლის წინ რა თქმა უნდა, გაიარეს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და ამის შემდეგ მოხდა მათი შემოწმება დაცვის პოლიციის მიერ, რომ არ შეეტანათ ის ნივთი, რომელიც არაა დაშვებული. ამის შემდეგ ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო გამოცდა ყველა საგამოცდო ცენტრში," - განაცხადა გორგოძემ.

ქუთაისში, სულ სამი საგამოცდო  (N1, N23 და N41 სკოლებში) ცენტრია, სადაც ამდროისთვის გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს.




ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელი, ია გოგებაშვილის თქმით, აბიტურიეტები საგამოცდო სივრცის ეზოში დისტანციის დაცვით და პირბადეებით განთავსდნენ.

''ვირუსის გამო აბიტურიენტებს გასულ წლებთან შედარებთ განსახვავებულად მოუწევთ გამოცდის ჩაბარება, თუმცა მოლოდინი დიდი მაქვს''-, განმარტავს აბიტურიენტის მშობელი ია გოგებაშვილი.

ეროვნული გამოცდები, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

აბიტურიენტები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, საგამოცდო სექტორში შესვლამდე პირბადეს ატარებენ, ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში წარადგენენ პისიარ ტესტის პასუხს, რომელიც მათ რამდენიმე დღით ადრე ჩაიტარეს.

სულ, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, მაგისტრობის 12 600-ზე მეტი კანდიდატი და მასწავლებლობის 12 ათასამდე მსურველი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.