ახალი ამბები
ქუთაისის მერია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ყიდის
FaceBook
ქუთაისში, ყოფილი სამხედრო ყაზარმის შენობა იყიდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მერია 1 873 550 ლარად ყიდის. საუკუნოვანი ნაგებობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში დგას, 30 წელზე მეტია მიტოვებულია. ამორტიზებული შენობა წლებია წამალდამოკიდებული ადამიანების თავშეყრისა და პროსტიტუციის ადგილია. ანტისანიტარიაა შენობაშიც და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ქუთაისის მერია ობიექტის გასხვისებას დიდი ხანია ცდილობს, თუმცა, "კოლიზეუმის" სახელით ცნობილი ყოფილი სამხედრო ყაზარმის შენობა ინვესტორებისთვის საინტერესო, ჯერჯერობით, არ აღმოჩნდა.
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე სამხედრო ყაზარმა 1860 წელს აშენდა. იგი ყოველთვის სამხედრო უწყებებს ეკუთვნოდა. მე-19 საუკუნეში აქ იდგა ბესარაბიის, ტირასპოლის პოლკები, ასევე, ქართული ბატალიონიც. ძირითადად კავალერია. სამხედროების ცხენებს ყაზარმის პირველი სართული ეთმობოდა.

შენობა საბჭოთა კავშირთან ერთად, საქართველოდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ დაინგრა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში კი, დიდთოვლობამ დააზიანა და საბოლოოდ ჩამოანგრია.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ყაზარმა
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.