ახალი ამბები
"ჟანგბადი გვჭირდება" - აბიტურიენტებმა ქუთაისში აქცია გამართეს
FaceBook
ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის წინ შეკრებილმა აბიტურიენტებმა საგამოცდო პროცესის დროს პირბადის ნებაყოფლობით ტარება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

"არ გვაქვს პრობლემა რომ გამოცდაზე შესვლისას, რეგისტრაციის დროს გვეკეთოს პირბადე, მაგრამ გამოცდის დროს პირბადის ტარება არის სერიოზული პრობლემა, სტრესი არის დამატებითი და შეუძლებელია ასე მუშაობა",- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აბიტურიენტი ბექა გელაშვილი. 

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ახალგაზრდები პროტესტის სხვადასხვა ფორმით გაგრძელებას გეგმავენ. 

აბიტურინტების პროტესტს თბილისიდან სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აბიტურიენტები აქცია-პერფორმანსების გაგრძელებას გეგმავენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აბიტურიენტებს გამოცდის მიმდინარეობის დროს პირბადის ტარებას ავალდებულებს. თუმცა, მოგვიანბეით განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

პირველად აქცია აბიტურიენტებმა აქცია იმავე მოთხოვნით 19 ივნისს გამართეს.
Print