ახალი ამბები
გასაყიდად გამზადებული პარლამენტის შენობა (ვიდეო)
FaceBook
დღემდე უცნობია რა უნდა განთავსდეს  ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში.
საკანონმდელო ორგანოს შენობის უფუნქციოდ დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, ხელისუფლება ამბობს, რომ საუკეთესო გამოსავლი მისი ტენდერზე გატანაა.

"პირველი ნაბიჯი,  ყველაზე ლოგიკური რაც იქნება, ამ შენობის გატენდერებაა", - განცხადა ქუთაისში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრამა გიორგი გახარიამ.




ქუთაისში, პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობაც ბიუჯეტს 340 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, წელიწადზე მეტია მიტოვებულია. 2019 წლის იანვრიდან შენობა დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში გააგრძელა. უფუნქციოდ დატოვებული შენობის შენახვა ბიუჯეტს ყოველწლიურად ასიათასობით ლარი უჯდება. 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით, პარლამენტის შენობის კომუნალურ ხარჯებში 689 326 ლარია გადახდილი.


შენობის დაცლის პარალელურად, ქუთაისპოსტისთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში ქუთაისის მერიის გადასვლა იგეგმება.
Print
თეგები: #პარლამენტი