ახალი ამბები
მატარებლით მგზავრობა 15 ივნისს აღდგება
FaceBook
მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება.

"საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ კომპანია  მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და  დაწესებული რეგულაციების შესასრულებლად მზად არის. დღეს, მატარებლის ვაგონები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მატარებლებში, ისევე, როგორც სხვა სახის ტრანსპორტში, მგზავრები კონკრეტულ წესებს უნდა დაემორჩილონ. კერძოდ: მატარებელში ასვლამდე უნდა გაიაროთ თერმოსკრინინგი, დაიცვათ სოციალური დისტანცია, ვაგონში შესვლისთანავე  გაიაროთ დეზობარიერი, ხელები დაიმუშაოთ დისპანსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მატარებელში არ დაიშვებით. პირბადის მოხსნის უფლება არც მგზავრობის პროცესში გექნებათ.

კორონავირუსის გამო, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 28 მარტს აიკრძალა. მატარებლით მგზავრთა გადაყვანა მთავრობამ 31 მარტს შეაჩერა. 29 მაისიდან ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, გარდა მატარებლით მგზავრობისა. მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო გადაადგილება კი 8 ივნისიდან განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ19-ით 810 ადამიანია ინფიცირებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #რკინიგზა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.