ახალი ამბები
ქუთაისი-თბილისი 15 ლარი - რა ფასებით განაახლა მუშაობა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა
FaceBook
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა გაზრდილი ფასებით განაახლა.

დღეიდან ქუთაისი-თბილისის მგზავრებს 12 ლარის ნაცვლად 15 ლარის გადახდა მოუწევთ. მგზავრობაზე გაზრდილი ტარიფები უკვე დააწესეს შპს "იმერტრანსმა" და ავტოსადგურმა "ოკრიბა".
შპს "იმერტრანსის" დირექტორი ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდა ქვეყანაში ფასების ზრდით არის გამოწვეული.

"ყველაფერი გაძვირებულია. ორმაგს იხდიან პროფილაქტიკაში მძღოლები. ბენზინი კი გაიაფდა, მაგრამ ჩემი მძღოლები იაფიან საწვავს არ ისხამენ", -ამბობს დიმიტრი მანჯავიძე.

მძღოლების ნაწილისთვის ინფორმაცია ცნობილი არ იყო. მათ ამის შესახებ დღეს შეიტყვეს.
რაც შეეხება იმერეთის რაიონების მიმართულებებს, მზგავრობის ტარიფი ჯერჯერობით უცვლელია.
გარდა გაზრდილი ტარიფისა, მგზავრებს ტრანსპორტში ახალი წესების დაცვა მოუწევთ. გამგზავრებამდე ყველა მგზავრს სიცხეს გაუზომავენ. აუცილებელია პირბადის ტარება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 28 მარტიდან საქართველოში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 29 მაისიდან მუშაობა განაახლა მხოლოდ შიდა საქალაქო ტრანსპორტმა. ამ დრომდე უცნობია როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.