ახალი ამბები
„პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს მივიღებთ, იქნება ისრაელი“-გიორგი გახარია
FaceBook
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,  ქუთაისში იმერეთის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრაზე პრემიერმა პანდემიის შემდეგ ტურიზმის სფეროს ამუშავებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროცესის სრულად აღდგენას ერთი წელი დასჭირდება. საჰაერო მიმოსვლის გახსნის შემდეგ კი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს,  ისრაელი იქნება.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში სახელმწიფოებთან და როგორც ჩანს,  პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს მივიღებთ,  იქნება ისრაელი, რომლისთვისაც ორი მთავარი მიმართულებაა - პირველ რიგში ქუთაისი და შემდეგ ბათუმი. შემდეგ იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები: ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი და ავსტრია. გვესმის, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის არის რთული პერიოდი, თუმცა,  იმედი გვაქვს, რომ  ამ ყველაფერს მალე აღვადგენთ. ამისთვის,  დაახლოებით,  ერთი წელი დაგვჭირდება",-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი  ქვეყანა რეგიონში, რომელიც ეფექტურად გახსნის ტურიზმს.

გიორგი გახარიამ ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა და ქუთაისის შემოვლითი გზა დაათვალიერა.  პრემიერთან ერთად, ქალაქში ვიცე-პრემიერი  მაია ცქიტიშვილი  და "აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი თამარ არჩუაძე იმყოფებიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.