ახალი ამბები
აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ
FaceBook

"იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს, თერმოსკრინინგის შედეგად, 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ"-

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამის გამო აბიტურიენტი არ უნდა დაიჩაგროს.

"ჩვენთან ერთობლივი ჯგუფია შექმნილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად და ვმუშაობთ რეკომენდაციებზე - როგორი უნდა იყოს. რამდენი აბიტურიენტი უნდა იყოს დარბაზში, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთმანეთთან დაშორება. ვიდრე საბოლოო რეკომენდაციები არ დაიდება, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არის ჩვენი რეკომენდაციები, მაგალითად, როგორ უნდა გამოიყენონ ნიღაბი, თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს თუ არა შესვლისას. დარწმუნებული ვარ, ივნისის შუა რიცხვებში ეს გამოქვეყნდება. გამოცდების გადადება დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე და ეპიდსიტუაციაზე, რომელიც იქნება ივნისში. მსჯელობა თერმოსკრინინგთან მიმართებაშიც მიმდინარეობს ამ ერთობლივ ჯგუფში. თუ დაფიქსირდა 37 გრადუსი, ამ დროს აბიტურიენტს არ გაუცდეს გამოცდა, რა უნდა გაკეთდეს. იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს", - განაცხადა გამყრელიძემ.

კოორნავირუსის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:18 / 11.02.2025
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია. 100 ბალიან შკალაზე 53 საშუალო შედეგია და 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
საქსტატის ინფორმაციით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4
ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7% ქალი იყო, ხოლო 67.3%- კაცი.
12:36 / 11.02.2025
საქსტატის ინფორმაციით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7% ქალი იყო, ხოლო 67.3%- კაცი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.