ახალი ამბები
„ზოგიერთ ოპოზიციონერს, კორონავირუსის დროს გაახსენდა რა ხდება წყალტუბოში" – ნათია თურნავა
FaceBook
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისში ვიზიტის დროს წყალტუბოს აღორძინების გეგმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კორონავირუსის გამო პროცესი შეფერხდა, თუმცა, პროექტს განხორციელების პრობლემა არ შეექმნება. მინისტრმა პროექტის მიმართ ოპოზიციის პესიმისტურ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მოუწოდა მათ "არ ინერვიულონ".

"ნუ ნერვიულობს ოპოზიცია. ჩვენ ყველა ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ. წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად, ისე, როგორც ეს ითქვა. რა თქმა უნდა კორონავირუსმა შეაფერხა პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არანაირად არ დაეტყობა პროექყს. ზოგიერთ ოპოზიციონერს,  კორონავირუსის დროს გაახსენდა რა ხდება წყალტუბოში. ისინი ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როცა ბიძინა ივანიშვილი თავის ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში",–განაცხადა ნათია თურნავამ.

ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოში 22 სანატორიუმისა და 9 აბანოს გამოსყიდვა, მათი რეაბილიტაციის მიზნით, გასული წლის ოქტომბერში დააანონსა. დაპირების მიხედვით, წყალტუბო აქტიურ საკურორტო ზონად უნდა იქცეს, სადაც 20 000–მდე ადამიანი დასაქმდება. დაპირებიდან შვიდი თვის შემდეგაც წყალტუბოში არაფერი შეცვლილა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:01 / 18.02.2026
"რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები", - ამაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს ისაუბრა.
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
14:47 / 18.02.2026
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.