საქალაქო ტრანსპორტით გადასაადგილებლად მგზავრებსა და მძღოლებს მხოლოდ
პირბადის ტარება ევალებათ.
შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორის მოადგილე, ირაკლი
ცხვედიანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ამ დროისათვის
მთავრობიდან სხვა რეკომენდაცია არ ყოფილა.
"მგზავრთა შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ
რეკომენდაცია, ჯერჯერობით, არ მიგვიღია. მხოლოდ პირბადის
აუცილებლობაზე იყო საუბარი. მძღოლი იქნება ვალდებული თავად
გააკონტროლოს მგზავრთა მიერ პირბადის ქონა".
პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას 27 მაისს საკოორდინაციო საბჭოს
სხდომაზე გაკეთებული განცხადებით, 29 მაისიდან ყველა სახის
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. თვის ბოლოდან მგზავრთა
გადაყვანა დაშვებული იქნება როგორც ავტობუსების, ასევე
მიკროავტობუსებისთვის.
ცხვედიანის თქმით, ტრანსპორტის სვლაგეზი და მგზავრობის ღირებულება არ
შეიცვლება. მისივე განმარტებით, საკრებულომ უკვე მიიღო დადგენილება,
რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო კომპანიებს მიმდინარე წლის პირველი
მარტიდან პირველი ივნისის ჩათვლით ხაზებზე ნებართვის მოსაკრებელი
გაუუმქდათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საზოგადოებრივი
ტრანსპორტის მოძრაობა 28 მარტს აიკრძალა.
The 1xBet App turns your Android into a financial hub for betting. After the initial
1xbet apps APK Download, users can deposit and withdraw using dozens of methods, including crypto and e-wallets. The 1xBet Login process leads to a transparent transaction history. For newcomers, 1xBet Registration requires setting a currency (EUR, USD, etc.). The 1xBet Bonus funds are kept separate from the main balance, clearly displayed in the interface. The 1xBet Mobile App also allows setting deposit limits directly from the "Safety" tab, promoting responsible gaming alongside the welcome offer.
მასალის გამოყენების პირობები