ახალი ამბები
ქუთაისში, 5 თვის ორსულს დახმარება სჭირდება
FaceBook
18 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

5 თვის ორსულის ნაყოფს ზურგის ტვინის თიაქარი დაუდგინდა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა აუცილებელია.

მშობლები სოციალურად დაუცველები არიან. პანდემიის გამო მათ მცირედი შემოსავალიც დაკარგეს და ხარჯების ასანაზღაურებლად არავითარი მატერიალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

"ვეცდები მოკლედ აღვწერო 5 თვის ორსული გოგოს მდგომარეობა და ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შევძლებთ მყისიერ დახმარებას. ნაყოფს დაუდგინდა ზურგის ტვინის თიაქარი (სპინა ბიფიდა) და ტვინის განვითარების ანომალია. ქუთაისში საჭირო გამოკვლევების, ექოსკოპიის და კონსულტაციების ფინანსების მობილიზება შევძელით. თუმცა, ყველა კლინიკა ორსულს ამისამართებს თბილისში, სადაც კომისია მიიღებს ნაყოფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას (შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის გზით მოხდეს ორსულობის შეწყვეტა). თბილისში დასარჩენიც კი არ აქვთ. წყვილი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველებს და პანდემიის პირობებში დაკარგეს მინიმალური შემოსავალიც, ჩვენი თანადგომა და სოციალური პასუხისმგებლობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს გულგრილობის ფონზე"- წერს წყვილის მეგობარი სოციალურ ქსელში.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძლიათ შემდეგი ან­გა­რი­შის ნომ­ერზე: საბანკო რეკვიზიტი- GE67BG0000000161440390, საქართველოს ბანკი.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.