ახალი ამბები
მორიგი საკადრო ცვლილება ქუთაისის მერიაში –აუდიტის სამსახურის უფროსმა პოსტი დატოვა
FaceBook
ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ თანამდებობა დატოვა.
იგი ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში მენეჯერის პოზიციაზე უკვე დაინიშნა. თავად ჯავახია პოსტიდან წასვლის შესახებ შეკითხვას არ პასუხობს, თუმცა, ინფორმაციას ადასტურებენ ქუთაისის მერიაში. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. წასვლის მიზეზად კი შიდა საკადრო ცვლილებები სახელდება.

ზვიად ჯავახია უკვე მეორე თანამდებობის პირია, რომელმაც სამსახურის უფროსის პოზიციაზე უარი თქვა. 13 მაისს პოსტი დატოვა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ლევან კინწურაშვილმა.

ზვიად ჯავახია აუდიტის სამსახურის უფროსად 2019 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა
სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ
განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლებაზე,
13:48 / 10.12.2025
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.