ახალი ამბები
ხარაგაულში, ექიმები ხუთი თვეა უხელფასოდ მუშაობენ
FaceBook
ხარაგაულში საავადმყოფოს 15 თანამშრომელი ხუთი თვეა  უხელფასოდ მუშაობს.  ექიმებს ხელფასი ბოლოს 12 მაისს, ნოემბრის თვის ჩაერიცხათ. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს  ერთ-ერთმა ექიმმა უთხრა, რომელმაც ვინაობის გამხელა  პრობლემების შესაძლო შექმნის გამო არ მოისურვა. 

''თანამშრომლების  ნაწილს გუშინ ჩაგვერიცხა ნოემბრის თვის ხელფასი,  დანარჩენი კი ისევ ელოდება. ისედაც მიზერული ხელფასი გვაქვს და ამასაც არ გვირიცხავენ '', - ამბობს  ექიმი.

ექიმის განმარტებით, ნოემბრის თვის ხელფასი თანამშრომლებს მას შემდეგ დაერცხათ, რაც რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

ხარაგაულის საავადმყოფოში ექიმების საშუალო ხელფასი 260 ლარამდეა. 

ექიმის თქმით, რეგიონალური ჯანდაცვის დირექტორმა თანამშრომლებს განუმარტა, რომ სოციალური სააგენტო, მათ ფულს არ უხდის, საავადმყოფოსაც არ აქვს შემოსავალი, რომ მედ-პერსონალს კუთნილი ხელფასი დროულად  ჩაურიცხოს.

ხარაგაულის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, თანამშრომლების სახელფასო დავალიანებას უარყოფს.

ქუთაისიპოსტთან საუბარში, ის განმარტავს, რომ ყველა თანამშრომელი იღებს კუთნილ ხელფასს.

'' ყველა თვეში ირიცხება ხელფასი, თვის ჩავარდა არ ყოფილა''-, განმარტავს გიორგი ამურველაშვილი.

გიორგი ამურველაშვილის იმ ფაქტსაც უარყოფს, რომ თანამშრომლებს ნოემბრის ხელფასი მაისში ჩაერიცხათ, მისი თქმით, მედ-პერსონალი თვიურ ხელფასს დაგვიანების გარეშე იღებს.




საქართველოში ექიმის როლი, კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ კიდევ უფრო დაფასდა.ექიმებს მოქალაქეებმა ‘’მადლიერების ტაშიც’’ მიუძღვნეს. ტაში, სხვადასხვა ქალაქში ერთ დრო გაისმა, ექიმების საპატივცემულოდ.


იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა კლინიკის ექიმები ‘’მადლიერების ტაშს’’ იღებდნენ, ხარაგაულის საავადმყოფოს მედ-პერსონალი სახელფასო დავალიანებით მუშაობდა.


ხარაგაულის საავადმყოფოს მედ-პერსონალი 6 თვე სახელფასო დავალიანებით მუშაობს.


მარიამი ( სახელი შეცვლიალია) ხარაგაულის საავადმყოფოში ექიმია. მასაც სხვების მსგავსად, სახელფასო დავალიანებით უწევს მუშაობა .


ამბობს, რომ ხელფას ზოგჯერ საერთოდ არ იღებს.


‘’ ხელფასი ისედაც მიზერული გვქონდა. ზოგჯერ 28 რიცხვში ჩასარიცხი თანხა, მომდევნო თვის 6 რიცხვში გვერიცხებოდა, იმ თვის ხელფასი კი იკარგებოდა’’- ამბობს ექიმი ქუთაისიპოსტთან საუბარში.


ექიმის თქმით, რეგიონალური ჯანდაცვის დირექტორმა თანამშრომლებს განუმარტა, რომ სოციალური სააგენტო, მათ ფულს არ უხდის, საავადმყოფოსაც არ აქვს შემოსავალი, რომ მედ-პერსონალს კუთნილი ხელფასი ჩაურიცხოს.


მარიამის განმარტებით, კლინიკაში სახელფასო დავალიანების გარეშე, მხოლოდ მოწვეული ექიმები მუშაობენ.


კლინიკის თანამშრომლებს, ნოემბრის თვის ხელფასი, გუშინ, რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანეთან შეხვედრის შემდეგ ჩაერიცხათ.


ნუგზარ ბოლქვაძის თქმით, საავადმყოფოდან რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში გამოგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლას 90 დღე სჭირდება.


‘’ ხელფასებს თვე-თვეზე ვერ გავცემთ. თუმცა, თანამშრომლები ანაზღაურებას თვეში ერთხელ იღებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი თვისას; მთავარია, თვე არ ჩავარდეს და ხელფასი ყოველთვიურად გაიცეს-, განმარტავს ნუგზარ ბოლქვაძე.


ხარაგაულის მედ-პერსონალისა და ბოლქვაძის შეხვედრაზე, ისიც გაირკვა, რომ ნოემრის თვის ხელფასი მხოლოდ თანამშრომლების ნაწილს ჩაერიცა, ნაწილი კი ისევ ელოდება ნოემბრის თვის ხელფასს, მაისში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.