ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე ქუთაისიდან აქციების დაწყებას აანონსებს
FaceBook
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე აქციებს აანონსებს.

როგორც მან ენმ-ს ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ორივე მთავარი ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ, არ შესრულდება, ისინი საკითხს მხარს არ დაუჭერენ და არც  კენჭისყრაში  მიიღებენ მონაწილეობას. ოპოზიციური პარტია, ასევე, მოითხოვს შეწყდეს ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას სასამართლო პროცესები.

"სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხელისუფლება გარდა იმისა, რომ მივმართოთ კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროტესტის უკიდურესა ზომებს. დიახ, ვგულისხმობ აქციებს, რისი არანაირი სურილი არ გვაქვს, მაგრამ ხელისუფლება სხვა გზას არ გვიტოვებს", -  განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იყო და მისი დარღვევით მიღებულ ყველა ნეგატიურ შედეგზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.

მიმდინარე წლის 8 მარტს მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის მედიატორების საშუალებით მიღწეული შეთანხმებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ერთერთი წინაპირობა იყო, თუმცა, "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან მსგავს შეთანხმებას  უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.