ახალი ამბები
მიმშილობის მეორე დღე - ქუთაისის მერიის წინ მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
მოშიმშილეთა განმარტებით, პროტესტის აღნიშნულ ფორმას მანამ გააგრძელებენ, ვიდრე "თავისუფალი ზონის" დაკავებულ წევრებს ბრალდებას არ მოუხსნიან.


ქუთაისის მერიის წინ მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის 7 წარმომადგენელი ორი დღეა"თავისუფალი ზონის" წევრების დაკავების ფაქტს აპროტესტებს.

მოშიმშილეები გუშინ პარტიის ლიდერებმა მოინახულეს.  მოშიმშილეთა განმარტებით, პროტესტის აღნიშნულ ფორმას მანამ გააგრძელებენ, ვიდრე "თავისუფალი ზონის" დაკავებულ წევრებს ბრალდებას არ მოუხსნიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა შიმშილობა გუშინ დაიწყეს. თავდაპირველად მერიის წინ პარტიის 5 წარმომადგენელი შიმშილობდა.

"თავისუფალი ზონის" სამი წევრი 238-ე და 125-ე მუხლით წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან განთავსებულნი.

დღეს 11:00 სათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მათ საქმეზე პროცესი არის ჩანიშნული. 

ამავე თემაზე:


ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს.

"თავისუფალი ზონის" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.