ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტზე ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტმა, უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ახალგაზრდა მამაკაცი სამკვირიანი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა.

,,რამდენიმე წუთია რაც გავიგეთ ტესტის პასუხი და ყველა ძალიან გახარებულები ვართ, პაციენტი კლინიკიდან ხვალ გაეწერება, თუმცა პრევენციისთვის ჯერ ისევ იზოლაციაში დარჩება შინ," - აცხადებს კლინიკა ,,ლჯ და კომპანის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანუკა ლიპარიშვილი.

მისივე ცნობით, პაციენტი მკურნალობას ახალ ინფექციურ საავადმყოფოში სამი კვირის განმავლობაში გადიოდა. მას საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

ამჟამად ქუთაისის ახალ ინფექციურში  კორონავირუსით დაინფიცირებული 10 ადამიანი მკურნალობს.

კლინიკაში,  ასევე, ელოდებიან თერჯოლიდან და სვანეთიდან კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234–მდე გაიზარდა. მათგან, 54 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373 პირი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.