ახალი ამბები
" უნდა გააკეთოს განმარტება გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით"–TI გიორგი ჭიღვარიაზე
FaceBook

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ ქუთასის ოფისში გიორგი ჭიღვარიასგან გადადგომის მიზეზის განმარტებას ითხოვენ.


ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქის არჩეულმა მერმა საზოგადოებას უნდა აუხსნას რატომ დატოვა პოსტი, მით უფრო, რომ ეს მოხდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე.

„საზოგადოებისათვის უცნობია ის მიზეზები რატომ დატოვა პირდაპირი წესით არჩეულმა მერმა საგანგებო მდგომარეობის დროს თანამდებობა.  ბატონი გიორგი, როგორც არჩეული მერი, ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე მიზეზებზე ისაუბროს. მიგვაჩნია, რომ მან უნდა გააკეთოს განმარტება გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით და ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რატომ დატოვა მის მიერ არჩეულმა მერმა თანამდებობა“,–ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე.

 


გიორგი ჭიღვარიამ მერის პოსტი დღეს დატოვა. მას წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.

როდის ეყოლება ქუთაისს ახალი მერი? – რას ითვალისწინებს კანონი– ნახეთ აქ:



ამავე თემაზე:

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადადგა

როდის ეყოლება ქუთაისს ახალი მერი? – რას ითვალისწინებს კანონი

ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს
Print