ახალი ამბები
ქუთაისში დაკარგულ ტურისტს მე-10 დღეა ეძებენ
FaceBook
ქუთაისში 7 მარტს გაუჩინარებულ ტურისტის სამძებრო სამუშაოები ისევ  გრძელდება.
ჰოლანდიის მოქალაქეს მეათე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 21 მაშველი და სამი მყვინთავი და დაკარგულ ტურისტს მდინარე რიონში ეძებენ.

"დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორან "ბარაქაში" მეგობართან ერთად, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს.წასვლისას, გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით. აქვს გრძელი ყავისფერი ხუჭუჭა თმა, აცვია ლურჯი ჯინსი და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაისური. თუ ვინმეს სადმე დაგინახავთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600", - წერს დაკარგულის ძმა.

სემ ვიგერის გაუჩინარების შესახებ მისმა ძმამ 7 მარტს განაცხადა. მისი თქმით, დაკარგვამდე ის ქუთაისში რესტორან "ბარაქაში" მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში უცხოელ ტურისტს ეძებენ

ქუთაისში გაუჩინარებულ ტურისტს მე-4 დღეა ეძებენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ
საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ
საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის
სახით.
14:15 / 16.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო
სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი
ექსპერტიზით) შპს
12:55 / 16.01.2026
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი ექსპერტიზით) შპს "ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი" განახორციელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.