13 მარტს, ქუთაისის საკრებულოს მე-11 რიგგარეშე სხდომას დაინტერესებული პირები თვალყურს Facebook live-ის საშუალებით მიადევნებენ.
„ერთის მხრივ არ უნდა დაირღვეს სხდომის საჯაროობის პრინციპი და მეორეს
მხრივ, უნდა დავიცვათ პრევენციული ზომები. თუ მოქალაქეებს ექნებათ
შეკითხვები, მათ იქვე შეუძლიათ მოგვწერონ და ვუპასუხებთ. უმჯობესია
მაქსიმლურად გადავიდეთ დისტანციურ ურთიერთობაზე“,-აცხადებენ
საკრებულოს პრესსამსახურში.
ამ
დრომდე საკრებულოს სხდომები ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით
გადაიცემოდა.
ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის
მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის
გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და
იტალიასთან. ქვეყანაში 13 აპრილამდე შეწყდა სასწავლო
პროცესი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს
მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი
ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. 11
მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად
გამოაცხადა.
ვირუსი 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის
ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანიდან გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.




მასალის გამოყენების პირობები