ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით
COVID19  სულ  23 ადამიანს დაუდგინდა. მათი უმრავლეობა იტალიაში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა ან იტალიიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციურ სავადმყოფოში მხოლოდ სამი პაციენტი წევს სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიით,  მათგან ორი ირანში იმყოფებოდა, ხოლო ერთი ესპანეთში.

თბილისის ინეფქციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდნ მხოლოდ ერთის მდგომარეობაა სტაბილურად მძიმე. ხუთ ადამიანს აქვს პნევმონია, თუმცა საშუალო სიმძიმისა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა  მსუბუქია.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში  126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 46. 

სავალდებულო კარანტინს უკვე გადის 10 მარტს, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსული 156 ადამიანი. ისინი საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ ჩამოიყვანა, რაც იტალიასთან საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა. 


ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით, მოქალაქეთა იზოლაციის ზომები გაამკაცრა.  მთავრობის გადაწყვეტილებით ეპიდაფეთქების ზონებიდან ჩამოსული პირები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. როგორც კარანტინში, ასევე,  თვითიზოლაციაში მყოფების მიერ მათთვის გამოყოფილი სივრცეების დატოვებას კი  პოლიციის თანამშრომლები  გააკონტროლებენ.  


შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. დამატებითი თერმოსკანერები დამონტაჟდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ვირუსის გავრცელება  2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანიდან დაიწყო.

 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.