ახალი ამბები
ქუთაისში გაუჩინარებულ ტურისტს მდინარე რიონში ეძებენ
FaceBook
ქუთაისში დაკარგულ ტურისტს, ჰოლანდიის მოქალაქეს, მდინარე რიონში ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავები ჩაერთნენ. ამ დროისათვის სამძებრო სამუშაოებს 21 მაშველი და სამი მყვინთავი ახორციელებს. დაკარგული ტურისტის ძებნა ამ წუთებში მდინარე რიონში მიმდინარეობს. 

"წასვლისას, გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით. აქვს გრძელი ყავისფერი ხუჭუჭა თმა, აცვია ლურჯი ჯინსი და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაისური. თუ ვინმეს სადმე დაგინახავთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600", - წერს შიილ ვიგგერი ფეისბუქში.

სემ ვიგერის გაუჩინარების შესახებ მისმა ძმამ 7 მარტს განაცხადა. მისი თქმით, დაკარგვამდე ის ქუთაისში რესტორან "ბარაქაში" მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.



ამავე თემაზე:

ქუთაისში უცხოელ ტურისტს ეძებენ


Print