ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდგინდა.
თბილისის ინფქციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ერთი პაციენტი იტალიიდან დაბრუნებულ იმ მოქალაქეებს შორის იმყოფებოდა, რომლებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ. მეორე კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, სადაც მას აქტიური შეხება ჰქონდა იტალიელებთან.
ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ დაბალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 51.
ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე
ხარაგაულის საკრებულომ ფოტოდან გააქრო.
22:13 / 07.07.2026

„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ხარაგაულის საკრებულომ ფოტოდან გააქრო.

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.