არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას იმერეთის გუბერნიაში პასუხობენ.
„ხელფასები არ გაზრდილა. უბრალოდ, წინა წელს არ იყო ვაკანსიები და შესაბამისად, ხელფასი არ გაიცემოდა. ახლა შეივსო ვაკანსიები და ხელფასიც მეტი არის გაცემული. რაც შეხება ავტოპარკს, დიახ, გვყავს 13 ავტომობილი, მაგრამ ყველა არ არის მწყობრში, აქედან, მხოლოდ 9 ავტომანქანა არის ფუნქციური. არც საწვავის ლიმიტი გაზრდილა, უბრალოდ, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში საცალო ფასი გაზიარდა და ეს აჩვენებს მაღალ ფასს“, - განაცხადა გოჩა გაბუნიამ.
"დანამატს იღებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ზეგანაკვეთურ
სამუშაოს, მაგალითად, სტიქიის დროს, ეს იყო არანორმირებული ან
არასამუშაო დღეებში, ან უბრალოდ, თანამშრომელმა კარგად შეასრულა
სამუშაო“,- ამბობს გოჩა გაბუნია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ცხრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 2018-2019 წლის ხარჯები შეისწავლა. კვლევის მიხედვით, ხარჯები თითქმის ყველა მიმართულებით არის გაზრდილი.
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები