COVID-19-თან დაკავშირებით, იმერეთში საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა.
როგორც ცნობილია, რეგიონში არსებობს საკარანტინო სივრცეები და არსებული სიტუაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება კოორდინირებულად ხდება.
სპეცეპიდზედამხედველობის და დეზინფექციის სამსახურის უფროსის რუსუდან ხაჭაპურიძის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.
ამასთან, შეხვედრაზე ითქვა, რომ იმერეთის რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილ
სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის
მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს
დადასტურდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი სახელწოდებით covid 19
საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში
ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა. კორონავირუსი აღმოაჩნდა
მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ პირს და იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ 31
წლის ქალს. ირანი და იტალია, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ
კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით ყველაზე ცხელი
წერტილებია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ
გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის
პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები