ახალი ამბები
პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოვიდა
FaceBook

31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იტალიაში იმყოფებოდა.


იგი ქუთაისი-მილანის რეისით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით, მან თბილისის მიმართულებით ავტობუსით იმგზავრა. ახალგაზრდა ქალს ვირუსის ნიშნები აეროპორტში არ დაუდგინდა, მას სიმპტომები მომდევნო დღეს გამოავლინდა. პაციენტმა ინფექციურ საავადმყოფოს 26 თებერვალს მიაკითხა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კორონავირუსის მეორე შემთხვევის არსებობა ცოტა ხნის  წინ დაადასტურა.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეს  დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გუშინ ჩამოვიდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში საბაჟოდან გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით მოქალაქეებს ურჩევს აუცილებელი შემთხვევის გარდა, არ გაემგზავრონ იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის ეპიდემიის საფრთხე მომატებულია, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან, ხშირად დაიბანონ ხელები, საჭიროების შემთხვევაში ატარონ სამედიცინო ნიღაბი, დაიცვან პირადი ჰიგიენა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.