ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებულები მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას, მათი სხვა შახტში გადაყვანის შესახებ, დათანხმდნენ.
მისი თქმით, კომპანია თანხმაა, რომ თანამშრომლები ახალ სამუშაო ობიექტზე
ძიძიგურის შახტიდნ ჩავიდნენ და ძველებურად ისარგებლონ ამავე შახტის
ადმინისტრაციული შენობით. მეშახტეები მომავალ კვირას ადგილზე
მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლასაც ელოდებიან, თუმცა, დაზუსტებით
არ იციან ვინ შეიძლება ჩავიდეს ტყიბულში.
ძიძიგურის შახტში დასაქმებულები 24 თებერვალს გაიფიცნენ. ისინი ახალი ინვესტორის
გადაწყვეტილებას, ობიექტზე ტექნიკური რემონტის მიზეზით მუშების
მინდელის შახტში გადაყვანის შესახებ, არ ეთანხმებოდნენ.
გაფიცულები ამბობდნენ, რომ კომპანიას სინამდვილეში ძიძიგურის
შახტის დახურვა ჰქონდა გადაწყვეტილი. მეშახტეები ამბობდნენ, რომ
პროტესტს იმ შემთხვევაში შეწყვეტდნენ, თუ რემონტის განმავლობაში
გაცდენილი სამუშაო საათები აუნაზღაურდებოდათ.
კომპანიამ გაფიცულების საპასუხოდ თავიდანვე სამთვიანი ვადა მოითხოვა,
ობიექტზე სამუშაო პროცესის შეჩერების პარალელურად კი მათთვის
ხელფასის გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — დაშავდა 13 ადამიანი
რა დარღვევები გამოავლინა შრომის ინსპექციამ ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ და მიეცემა თუ არა კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლება, უწყება სატელეფონო კომენტარში არ აკონკრეტებს.




მასალის გამოყენების პირობები