საუნივერისტეტო ქალაქის მშენებლობა ქუთაისელებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საზეიმოდ ამცნო. მუხნარის ტერიტორიაზე მოწყობილ პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის მაკეტიც წარმოადგინეს და თქვეს, რომ 2019 წელს სასწავლებელი 60 000 სტუდენტის მიღებას შეძლებდა.
წლიდან წლამდე შეიცვალა როგორც მშენებლობის ვადები, ასევე, პროექტის
მასშტაბები და სასწავლების სახელწოდებაც. ჯერ დაპირებული 2019 წლის
ნაცვლად, უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2020 წელს
გადაიტანეს, შემდეგ კი ჯერარაშენებული უნივერსიტეტის რექტორმა, თემურ
მურღულიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე
სამუშაოები პროექტის მიხედვით 15 000 სტუდენტზეა გათვლილი,
თუმცა, მისივე თქმით, მკაცრი გამოცდების პირობებში, პირველი
აკადემიური რესურსი, სავარაუდოდ, მხოლოდ 2000 სტუდენტი
იქნება.
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები