ახალი ამბები
პიკეტირების მე-12 დღე - შუქრუთში აქცია გრძელდება
FaceBook
მე-12 დღეა შუქრუთელებს სოფელში "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული ყველა მაღარო პიკეტირებული აქვთ.

მოსახლეობა კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ მაღაროებში მუშაობის განახლება არ მოხდება.

"ვაგრძელებთ პიკეტირებას და ვფიქრობთ, რომ აქციები კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება, რადგან "ჯორჯიან მანგანეზს" ჩვენი არ ესმის", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ოსეფაშვილი. 

ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს და მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაუბრუნებისა და საწარმოსთვის საქმიანობის შეუფერხებლად განახორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

შუქრუთელებმა აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.



ამა
ვე თემაზე:


"არ ვაპირებთ გაჩერებას" - მოსახლეობამ "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი განაახლა

"ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებები შუქრუთელებს და მოსახლეობის პასუხი

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)
Print