ახალი ამბები
ქუთაისის საცხოვრისში მერიის თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში მერიის თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

საცხოვრისის მობინადრეებსა და მერიის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი ადამიანი შესასახლებლად მიიყვანეს.


"დერეფანში მოხდა დაპირისპირება. თქვენც ხედავთ, ნაცემია ადამიანი. ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ უსახლკარო ქალი მოვიყვანეთ, უნდა შეგვესახლებინა. მაგრამ გაგიჟდნენ, არ გვინდა "ბომჟიო". ამ დაპირისპირებამ გაართულა სიტუაცია და არ ვიცით სად წავიყვანოთ ეს ადამიანი", - ამბობს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.

საცხოვრისის მკვიდრები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ობიექტში ყველა უსახლკარო ადამიანის შესახლებას.

"მერიის თანამშრომლებმა მოიყვანეს ქალი და როგორც მე და ჩემი შვილი, ასევე, სხვებიც წინააღმდეგი ვიყავით. ჩემს შვილს ეჭირა ბავშვი, რომელიც ეუბნებოდა მერიის ხალხს, რომ არ გვინდოდა მისი შემოსახლება, რადგან " ბომჟია". ამ დროს, მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაჯაზე უხეშად მოჰკიდა ხელი, რასაც სხვა მობინადრეების მხრიდან მერიის თანამშრომლის ცემა მოჰყვა. მერიის თანამშრომელს დღეს მოხვდა ხელი და ჩვენ აქ ყოველდღე გვაქვს ცემა-ტყეპა. არ გვინდა, ამ საცხოვრისში შემოასახლონ ყველა უსახლკარო. ბავშვები გვეზრდება და ეზოში მარტო ვეღარ ვუშვებთ. კატეგორიებად უნდა მოხდეს ადამიანების დაყოფა და ამის მიხედვით ფართებით დაკმაყოფილება", - ამბობს ერთ-ერთი ბინადარი ირანდა ნემსიწვერიძე.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიცია.

უსახლკარო, 64 წლის თინათინ კაცაძე, საცხოვრისის მეხუთე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში უნდა შესულყო საცხოვრებლად, თუმცა, დაპირისპირების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა ის უკან გააბრუნეს.

ქუთაისის სოციალურ საცოვრისში ამ დროისთვის 86 ოჯახი ცხოვრობს.



ამავე თემაზე:

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მერიის თანამშრომელს სცემეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.