ახალი ამბები
"ტალახიანი წყალი გვაქვს" - ქუთაისში მოსახლეობას უვარგისი წყალი მიეწოდება
FaceBook
ქუთაისში, როძევიჩის ქუჩაზე რამდენიმე დღე მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი სასმელად უვარგისია და  საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის წყლის ყიდვა უწევთ. 


"ტალახიანი წყალი მოდის. ისე მაინც ხომ უნდა გაგვაფრთხილოს კომპანიამ რამდენი ხანი გასტანს, ამას ჰქვია უპასუხისმგებლობა", - ამბობს როძევიჩის ქუჩაზე მცხოვრები, თეონა მენაფირე. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ წყლის ამღვრევა ქალაქის 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლით არის გამოწვეული და პრობლემის დღის ბოლომდე აღმოფხვრის პირობას დებენ. მოსახლეობას კი ურჩევენ, ონკანი მოუშვან და ბინძურ წყალს გადინებაში დაეხმარონ.

Print