"საქართველო ერთ ჯიბეში", "ახალგაზრდებს ვერ გვიყიდი" - ამ სლოგანებით "გაერთიანებული ოპოზიციის"ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ბანკი "ქართუს" წინ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციაზე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებსა
და აქტვისტებს შორის ვიდეორგოლის ჩვენების მცდელობას
დაპირისპირება მოჰყვა.
მერიის თანანმშრომლები ტროტუარის შეზღუდვის მოტივით,
აქტივისტებს ვიდეორგოლის გაშვების უფლებას არ აძლევდნენ. ადგილზე
მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
პარალელურად, აქციის მონაწილეებმა ბანკის ფასადზე პოსტერი წარწერით
"საქართველო ერთ ჯიბეში" გააკრეს, რასაც ასევე დაპირიპსრება
მოჰყვა. პოსტერი მალევე ჩამოხია ბანკის ერთ-ერთმა
თანამშრომელმა.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები