ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაის ფაბრიკის სკოლა, სადაც ორი დღის წინ ხანძარი იყო, თითქმის სრულად დაიწვა.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის ფაბრიკის სკოლაში ხანძარი 17
თებერვალს გაჩნდა.
ცეცხლი ჯერ ბაღის საკუჭნაოს მოედო, რომელიც სკოლის შენობას უერთდება,
შემდეგ კი სკოლის სახურავზე გადავიდა. ხანძრის დროს სკოლაშიც და
ბაღშიც საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა, მოზარდების და
საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების შენობებიდან
ევაკუაცია დროულად მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხონის მუნიციპალიტეტის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.




მასალის გამოყენების პირობები