ახალი ამბები
აუდიტის დასკვნა ხარაგაულში და პროკურატირისთვის გადაგზავნილი ანგარიში
FaceBook

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხარაგაულის მუნიციპალლიტეტის მერიაში აღმოჩენილი დარღვევები დამატებითი გამოძიების მიზნით პროკურატურაში გადააგზავნა

აუდიტის სამსახურმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტების გადასახდელები (ჯამში 25,301.8 ათასი ლარი) შეისწავლა.

ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობის პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ბოლომდე ვერ უზრუნველყო ეფექტიანი შედეგის მიღება. ასევე პროექტების დაგეგმვის, შესრულების, კონტროლის ეტაპები არ უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას ხარისხიანად, დროულად და  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. 

"მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის დარღვევით და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. ასევე მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით.

,,მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული დამატებით საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და მიზანშეწონილია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება," - წერია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემული თანხების არაკანონიერებაზეც.

,,საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა, მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში. საბიუჯეტო პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტი არ იცავდა საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს," - ნათქვამია ანგარიშში.

ხარვეზები გამოვლინდა როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ეტაპზეც. კერძოდ იმაზე, რომ მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია.

ასევე ა(ა)იპ-ებში მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები ზოგიერთ შემთხვევაში დუბლირებულია, ხოლო ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არის განსაზღვრული. 

ანგარიშში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საქმიანობის  2017-18 წლებია შესწავლილი.

მუნიციპალიტეტის მერიაში ,,ქუთაისიპოსტთან" განმარტავენ, რომ ანგარიშში მითითებულ პრობლემებზე კომენტარეს მოგვიანებით გააკეთებენ. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.