ტყითსარგებლობის
გაუმჯობესებისთვის, მუნიციპალიტეტებში ,,საქმიანი ეზოები“
მოეწყობა.
საუბარია გარემოს დაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ხე-ტყის დამზადების პრაქტიკა შეიცვლება: ეტაპობრივად გაუქმდება სოციალური ჭრები და ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“.
"საქართველოს თითქმის ყველა
მუნიციპალიტეტში ე.წ. „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. ცვლილება გაუადვილებს
მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას ტრანსპორტირებას,
მათთვის სასურველ პერიოდში.
ინიციატივის ფარგლებში წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, უნდა შემცირდეს ტყეზე უარყოფითი გავლენის და ხე-ტყის უკანონოდ ჭრის რისკები.
ამჟამად სამუშაოები 11 ობიექტზე მიმდინარეობს (კახეთში – ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო; იმერეთში – ზესტაფონი, სამცხე-ჯავახეთში – ბაკურიანი, ბორჯომი, წაღვერი, ასპინძა, ჩორჩანა).
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.




მასალის გამოყენების პირობები