საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) წმინდა
კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს
აღნიშნავს.
11:00 საათზე
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ფოტო-გამოფენა ,,გალობის გელათური სკოლა’’
მოეწყობა.
11:00 სთ - ფოტო-გამოფენა ფოტო-კინო-მატიანეს
მუზეუმში - ,,დავითობის აღნიშვნა ქუთაისში."
12:00 სთ-
საზეიმო წირვა (გელათის სამონასტრო კომპლექსი).
11:30 სთ
-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სულხან
კუპრაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას ,,დავით აღმაშენებლის
ფენომენი’’.
12:00 სთ -
მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული
გუნდი და ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი იმღერებს გელათის
მონასტერში.
13:00 სთ
- მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ
სახელმწიფო თეატრში ჩატარდება დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო
ფესტივალი.
14:00 სთ-
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში. დავითობის
დღესასწაულისადმი მიძღვნილი დროებითი გამოფენა და საჯარო ლექცია
გაიმართება.
18:00 სთ - დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტს ზურა კობეშავიძე და მეგობრები მ. ბალანჩივაძეს სახელობის თეატრში ჩატარებენ.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები