წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ლექსების საჯარო კითხვა გაიმართა.
საღამო-აქცია საჯარო ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის
ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ეს დღე პოეტ მიხა ხელაშვილის
პოეზიას მიეძღვნა.
„შევარჩიეთ მიხა ხელაშვილი. ეს კაცი კარგი პოეტია. რომ იტყვიან უსამართლოდ დასჯილი და უდროოდ წასული წუთისოფლიდან. ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ მოვეფეროთ და გავახსენოთ საზოგადოებას მისი სახელი. დღევანდელი საჯარო კითხვაც მას მივუძღვენით“, - აღნიშნა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გრიგოლ ქობალიანმა.
მსახიობებმა: ავთო სახამბერიძემ და გიგა მიქაძემ, ასევე ბიბლიოთეკის
თანამშრომლებმა და მკითხველებმა.
წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს საქართველო მეხუთე წელია რაც აღნიშნავს.
ქუთაისში, შენობა, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ფუნქციონირებდა, ახლა უყურადღებობით ნადგურდება.
ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციაზე 13 660 231 ლარი იხარჯება, თუმცა პროექტი უკვე ორი წელია გრძელდება და სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მიზეზად პროექტში შეტანილი დამატებითი ცვლილებები სახელდება.




მასალის გამოყენების პირობები