ახალი ამბები
ხანძრის შედეგად დაღუპულების ცხედრებს ბაღდათში დღეს გადაასვენებენ
FaceBook
ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული 2  ქალის და 4 ბავშვის ცხედარს ლევან  სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან ბაღდათში დღეს გადაასვენებენ.

ბაღდათის პრესსამსახურში ინფორმაციით, რომ ცხედრებს ბაღდათის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. 

"ცხედრებს დღის მეორე ნახევარში გადმოასვენებენ. დაკრძალვის ხარჯებს  მუნიციპალიტეტი გაიღებს", -  ამბობს ბაღდათის პრესსამსახურის წარმომადგენლი ხათუნა კირკიტაძე.


ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე 3 თებერვალს გვიან, ღამით მომხდარ ტრაგედიას ორსული ქალი  4 მცირე წლოვანი ბავშვი და ოჯახის ახლობელი ემსხვერპლა, გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე გარდაცვლილი ბავშვების ბებიაა.

სახლი, სადაც ტრაგედია მოხდა 8 ადამიანი ცხოვრობდა, გარდაცვლილი ქალის მეუღლე და დედა ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ, ამჟამად ისინი ნათესავთან, სოფელ წითელხევში არიან.


ამავე თემაზე:


ბაღდათში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში, ხანძრის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან

ბაღდათის მერია: ოჯახს არ ქონია სოციალური დახმარება მოხსნილი

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გააუქმა

ბაღდათში, ტრაგედიის შემდეგ, ოჯახის უფროსმა თვითმკვლელობა სცადა


ტრაგედიად ქცეული სიდუხჭირე
Print