ახალი ამბები																												
					
				
										
											ხანძრის შედეგად დაღუპულების ცხედრებს  ბაღდათში დღეს გადაასვენებენ									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									10:35 / 05.02.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში
გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული 2  ქალის და 4 ბავშვის
ცხედარს ლევან  სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან
ბაღდათში დღეს გადაასვენებენ.
ბაღდათის პრესსამსახურში ინფორმაციით, რომ ცხედრებს ბაღდათის
საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. 
"ცხედრებს დღის მეორე ნახევარში გადმოასვენებენ. დაკრძალვის
ხარჯებს  მუნიციპალიტეტი გაიღებს", -  ამბობს ბაღდათის
პრესსამსახურის წარმომადგენლი ხათუნა კირკიტაძე.
ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე 3 თებერვალს გვიან,
ღამით მომხდარ ტრაგედიას ორსული ქალი  4 მცირე წლოვანი ბავშვი და
ოჯახის ახლობელი ემსხვერპლა, გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე
გარდაცვლილი ბავშვების ბებიაა.
სახლი, სადაც ტრაგედია მოხდა 8 ადამიანი ცხოვრობდა, გარდაცვლილი ქალის
მეუღლე და დედა ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ, ამჟამად ისინი
ნათესავთან, სოფელ წითელხევში არიან.
ამავე
თემაზე:
ბაღდათში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა
 
ბაღდათში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა
 
ბაღდათში, ხანძრის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან
ბაღდათის მერია: ოჯახს არ ქონია სოციალური დახმარება მოხსნილი
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ საპროტესტო აქცია
გააუქმა
ბაღდათში,
ტრაგედიის შემდეგ, ოჯახის უფროსმა თვითმკვლელობა სცადა
ტრაგედიად ქცეული
სიდუხჭირე			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები