ახალი ამბები
„ვეჭვობ, რამე გამოვიდეს“ - „ტორპედოს“ დროებითი მმართველი იტალიელ ინვესტორზე
FaceBook

ფეხბურთის ფედერაციის მიერ,  კრიზისში მყოფი საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსთვის“ მიცემული ვადა დღეს იწურება.


პირობის თანახმად, თუ კლუბი სამ თებერვლამდე დავალიანებას არ დაფარავს, ლიცენზია აღარ გაუგრძელდება და  მეოთხე ლიგაში დაქვეითდება. ახლა,  ყველა, იტალიელი ინვესტორის გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომელიც მერიის ინფორმაციით, ინვესტიციის ჩადების პარალელურად, მზადაა ვალი გადაიხადოს, თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობამ ფაბიო მანინთან შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწია.

კლუბის  დროებითი მმართველი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ალბათ,  ლიცენზიას არ ჩამოართმევენ, თუმცა, როდემდე გადაწევს ფეხბურთის ფედერაცია ვადას, არ იცის.  თემურ ჩეჩელაშვილი გუნდში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და პროცესების გაჭიანურების გამო,  ეჭვს გამოთქვამს, რომ ქუთაისის მერია ინვესტორთან შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს.


„უკვე ვეჭვობ აქედან რამე გამოვიდეს. პირველ მარტს თამაში გვაქვს და გუნდი არ გვყავს. ისიც არ ვიცით, საერთოდ ვიქნებით თუ არა ლიგაში. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა.  თქვეს, რომ პირობითად,  დღეს და ხვალ ლიცენზიას არ ჩამოგვართმევენ, მაგრამ თუ დროულად არ გადაწყდა საკითხი, რა აზრი ექნება მერე შეთანხმებას?“ 
კლუბის დროებითი მმართველი ამ დრომდე არ შეხვედრია ინვესტორს. ამბობს, რომ მოლაპარაკებებს მერია აწარმოებს და პროცესში მის მონაწილეობას აზრი არ აქვს.

„მე მერიის გარეშე მაინც ვერაფერს გადავწყვეტ და რა აზრი აქვს შეხვედრას?  ვიცი, რომ სავარაუდოდ, ოთხშაბათს კიდევ აპირებს ჩამოსვლას ინვესტორი“,-ამბობს კლუბის დროებითი მმართველი.

იტალიელ ინვესტორთან შეთანხმებას  ამ დრომდე ვერ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მოლაპარაკებები გრძელდება.

ფეხბურთის ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ კლუბის ლიცენზირების საკითხი შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნა, თუმცა, კონკრეტული ინფორმაცია თუ როდემდე გაუხანგრძლივდა ვადა "ტორპედოს",  უცნობია. 

პასუხებს ელიან „ტორპედოს“ ფანკლუბის წევრებიც, რომლებმაც საკითხის დროულად არგადაწყვეტის შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ზომების გამოყენება დააანონსეს.  გულშემატკივრებმა გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი უკვე გამართეს ცარიელ მოედანზე, სადაც ქუთაისის მერიას და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდეს, რომ კრიზისში მყოფი გუნდი გადაარჩინონ.
"ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გაფორმებულიყო.

ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე  თვეა ინვესტორის გარეშეა.  ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.



Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტორპედო
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.