ახალი ამბები
ქუთაისის მერიას ხარჯების დამალვაში ადანაშაულებენ
FaceBook
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია მერიას ხარჯების დამალვაში ადანაშაულებს.
ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე,  პარტიის წევრებმა და საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა,  აუდიტის სამსახურის დასკვნაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, მხოლოდ სახელფასო ხარჯებს მერიამ გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი მოახმარა.

"ბიუჯეტის 58% იხარჯება სახელფასო ფონდზე. 2 800 000 ლარი მხოლოდ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებას მოახმარეს. მერია გვიმალავდა ამ ინფორმაციას და სხვადასხვა აბსურდული მიზეზით უარს ამბობდა მის გასაჯაროებაზე. ახლა, აუდიტის დასკვნამ ცხადყო, რომ ქუთაისის ვითომ "საამაყო" ბიუჯეტი  სინამდვილეში იხარჯება "ქართული ოცნების"აქტივისტების ხელფასებზე",  - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ.

ქუთაისის მერიაში ოპოზიციის ბრალდებაზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.